კომაროვის სკოლაში STEM მიმართულების ახალი სავალდებულო საგანი - ციფრული ინჟინერია ისწავლება
- 23 თებერვალი, 2023
2022 წლის შემოდგომიდან კომაროვის სკოლაში მე-9 და მე-10 კლასელებისთვის STEM მიმართულების ახალი სავალდებულო საგანი, ციფრული ინჟინერია, ისწავლება.
ციფრული ინჟინერიის გაკვეთილებზე მოსწავლეები გამოყენებით ფიზიკასა და პროგრამირების ელემენტებს ეუფლებიან.
მოსწავლეებს გაკვეთილებზე საშუალება აქვთ სპეციალური ონლაინ პლატფორმა Tinkercar-ისა და ელექტრული კომპონენტების (arduino) დახმარებით, შეიძინონ საბაზისო ცოდნა ციფრულ ინჟინერიაში, რომელიც მათ დაეხმარებათ STEM პროექტების განხორციელებაში.
საგნის კურიკულუმი სრულიად შეესაბამება თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს და ითვალისწინებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო სფეროებში შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებას - მოსწავლეებს მოამზადებს თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის.
კურსს უძღვება კომაროვის სკოლის პედაგოგი მარეხ მაზანაშვილი, რომელიც პარალელურად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს STEM მიმართულების საგნობრივი ექსპერტია.
ფოტოები იხილეთ ბმულზე - https://we.tl/t-fWDQmFu95o